Accentnews.ge
"ვწუხვარ, რომ ისტორიული შანსი გაშვებულია ხელიდან" – როგორ აღიქმება აზერბაიჯანში საქართველოში მიმდინარე პროცესები

"ვწუხვარ, რომ ისტორიული შანსი გაშვებულია ხელიდან" – როგორ აღიქმება აზერბაიჯანში საქართველოში მიმდინარე პროცესები

05/07/2022 07:13:01 კომენტარი

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპისთვის განცდილმა მარცხმა, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაში გამოიხატა, აზერბაიჯანშიც გამოიწვია წუხილი. თუ მაგალითად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ცნობილ „ქეისს“ გავიხსენებთ, რომელიც საქართველოს იმიჯისთვის დიდ ლაქად რჩება, ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი მათი დამოკიდებულება მარტივად აიხსნება. მათ შორის იმითაც, რომ რეჟიმის ოპონენტებისთვის ხშირად საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მეზობლად დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა არსებით მნიშვნელობას იძენს.

იხილეთ ასევე: თავშესაფრის ძიებაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველო დისიდენტებისთვის?

ამდენად, „აქცენტი" დაინტერესდა პარტია „მუსავათის“ ლიდერის არიფ გაჯილის ხედვით, თუ როგორ მოჩანს აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმდინარე პროცესები, როდესაც ქვეყანა ასე ახლოსაა ისტორიულ შესაძლებლობასთან, მაგრამ არსებობს მაღალი რისკი ამ შანსის ხელიდან გაშვების და მოვლენების მსგავსი, საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, როგორი შეიძლება, იყოს შედეგები?

„ის ფაქტი, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვისგან გამოაცალკევეს, ჩემთვის მოულოდნელობა იყო, რადგან, როდესაც ჩვენ აზერბაიჯანიდან ვაკვირდებით პროცესებს, გვეჩვენება, რომ პირველი, საქართველო საკმაოდ დემოკრატიული ქვეყანაა, მეორე – ევროპული ქვეყნებს ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ისტორიული შანსი ხელიდან არის გაშვებული და მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ ევროკავშირის საზღვარი მაინც მოსულიყო აზერბაიჯანამდე“.

იხილეთ ასევე: ალიევი: "აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია“

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი ქართული საზოგადოების ნებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს და ფიქრობს, რომ ხალხი საკუთარ მიზანს მაინც მიაღწევს:

„ვფიქრობ, საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. თბილისი გამართულმა აქციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასეთია ხალხის ნება და ვფიქრობ, ქართველი ხალხი საკუთარ მიზანს მიაღწევს“.

კითხვაზე, მაინც რატომ იქნა ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გაშვებული და რამდენად სერიოზულად აღიქმება აზერბაიჯანში, მათ შორის, სახელისუფლებო პროპაგანდა, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და ამან განაპირობა სტატუსის ირგვლივ შექმნილი პრობლემები, პოლიტიკოსი პასუხობს:

„ყველა რეჟიმი, რომელსაც ხალხის უნდობლობის მიუხედავად სურს, დარჩეს ხელისუფლებაში, მხარდაჭერას კრემლში ეძებს. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც ეშინია, რომ ევროპულ ოჯახში ცხოვრება მათთვის ძალაუფლების დაკარგვით დასრულდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S