
ალიევი: "აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია“
29/04/2022 10:14:30 კავკასია
აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში უცხოური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ისინი შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ მონაწილეობდნენ.
„ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S