Accentnews.ge
რუსეთში მოქალაქეთათვის უმაღლესი განათლების მიღების შემზღუდავი კანონი მიიღეს

რუსეთში მოქალაქეთათვის უმაღლესი განათლების მიღების შემზღუდავი კანონი მიიღეს

21/05/2025 02:12:55 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეთათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

დეპუტატებმა ერთბაშად მეორე და მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღეს კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებას, შეზღუდოს უმაღლესი განათლების გარკვეულ მიმართულებებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა და ფასიან ფაკულტეტებზე ჩასარიცხად გასაცემი შეღავათიანი საბანკო კრედიტების კვოტები, ანუ, ფაქტობრივად, თავად არეგულიროს უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობაცა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში ახალ სპეციალისტთა რაოდენობაც.

კანონპროექტის ავტორები ამ შეზღუდვებს "არასაჭირო სპეციალისტების რაოდენობის შემცირებისა" და "ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის შენარჩუნების" მიზნებს უკავშირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S