
ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდის მონაცემებით, დღის ყველაზე მოძებნად ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზეა
29/03/2021 14:28:45 ეს საინტერესოა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდის – Transfermarkt.com-ის მონაცემებით, დღის ყველაზე მოძებნად ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზეა:
- 1. კვარაცხელია
- 2. ჰოლანი
- 3. რონალდუ
- 4. კანტე
- 5. მესი
აღნიშნული ვებ-გვერდი კვარაცხელიას €10 მილიონად აფასებს, თუმცა ფეხბურთელების ფასები ბოლოს გასული წლის დეკემბერში განახლდა.
სპორტული გამოცემები დიდი ხანია წერენ, რომ ხვიჩას შეძენა, რომელიც ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, ტოპ კლასის ევროპული ლიგების კლუბებს სურთ.