
„ლუკა პოლიტპატიმარია“ – მოსამართლეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს
02/06/2025 12:21:00 საზოგადოება
მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს, რომელმაც სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა მეორედ შეუფარდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს: „ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“.
სტუდენტი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად კაჟაშვილის ლექციაც დატოვა.
გულიკო კაჟაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 27 მაისს.