
გარდაიცვალა „არილის“ რედაქტორი მალხაზ ხარბედია
02/06/2025 12:14:00 საზოგადოება
მწერალი მალხაზ ხარბედია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. „წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა - გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, „არილის“ რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა“, - წერს გამოცემა „არილი“.
მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.