Accentnews.ge
“არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა” არის სუს-ის ლოზუნგი"

“არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა” არის სუს-ის ლოზუნგი"

15/11/2020 19:24:09 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა” არის სუს-ის ლოზუნგი".

“თქვენ თუ გადაგვარჩენთ, თორემ არაფერი გამოვაო” არის სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის მესიჯები”, – განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს.

მისი თქმით, ახლა ქვეყნის საკითხი წყდება და არა – სააკაშვილის:

"მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე - ზვიად გამსახურდია. კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს, მაგრამ თქვენ რა გინდათ, გამარჯვება თუ ზვარაკად კიდევ ერთი პრეზიდენტის მიტანა? ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ".

რაც შეეხება იმას, რატომ არ მიმართავს სიტყვით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრებილ დემონსტრანტებს, სააკაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მე თვითონ არ ვერთვები მიტინგებზე მეგობრებო. მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა".

ცნობისთვის: 13 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასე მიმართა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”.

14 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ბანერების წარწერით "მიშა ჩამოდი" გამოჩენის გამო რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს:

"სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს".

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე გია ბარამიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S