
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
02/06/2025 14:02:16 პოლიტიკა
საქართველოში შვეიცარის კონფედერაციის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის ახალ ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა.
რუსეთის ინტერესთა სექციის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ოლისოვის დიპლომატიური კარიერა 2002 წლიდან იწყება. 2019 წლის დეკემბრიდან და თბილისში თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი რუსეთის საგარეო უწყებაში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ოლისოვი ფლობს ინგლისურ, ლატვიურ და გერმანულ ენებს, გააჩნია პირველი კლასის მრჩევლის დიპლომატიური რანგი, წარსულში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე უცხოეთში, 2008-2010 წლებში იყო რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელი ევროპის კავშირსა და ატომური ენერგიის ევროპულ თანამეგობრობაში.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ტროფიმოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა.