Accentnews.ge
რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბათუმში მიმდინარე აქცია დატოვეს

რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბათუმში მიმდინარე აქცია დატოვეს

15/11/2020 14:54:40 საშინაო პოლიტიკა

პარტიების „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დატოვეს.

აღნიშნულის მიზეზი ბანერები წარწერით "მიშა ჩამოდი" გახდა, რომლებიც დემონსტრანტების ნაწილს ეჭირა.

მომიტინგეთა ნაწილის მიერ აქციის დატოვების შემდეგ დემონსტრანტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ ასე მიმართა: „მიშა უნდა ჩამოვიდეს!“

აქციაზე სკანდირებენ - „მიშა! მიშა!“.

ცნობისთვის: 13 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ასე მიმართა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”.

14 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ბანერების წარწერით "მიშა ჩამოდი" გამოჩენის გამო რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს:

"სააკაშვილი ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს".

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე გია ბარამიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S