Accentnews.ge
ხაშურში დაზიანდა სკვერი, რომლის რეაბილიტაციაზეც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა

ხაშურში დაზიანდა სკვერი, რომლის რეაბილიტაციაზეც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა

15/08/2024 18:54:12 რეგიონები, საზოგადოება

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი დაზიანდა. დაზიანების ამსახველ ფოტოებს სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.

ფოტოებზე ჩანს, რომ სკვერის მოაჯირიდან და სკამებიდან დეკორატიული ფილები ცვივა.

“ეს პროექტი რომ დასრულდა, მაშინვე ვიძახდი, რომ უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაო, თუმცა პროვოკატორი მეძახეს. გავიდა ერთი წელი და ყველაფერი ფუჭდება, დაბლა ფილებიც იყრება. ერთი ზამთარი ვერ გაძლო. მერია საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ორი კაცი არ ჰყავთ, რომ მივიდნენ და დაიზიანებული ადგილები შეაკეთონ“, – უთხრა “მოზაიკას” მეხრიშვილმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია 2022 წელს ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 566 698 ლარი დაიხარჯა.

ფილების დაზიანების ფაქტზე გამოცემას ხაშურის მერიაში უთხრეს, რომ დაზიანებებს გამოასწორებენ: “წელს ყიფიანის სკვერში რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. თუ რამე დაზიანებულია, აღდგება აუცილებლად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S