
სენაკში, ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია
13/08/2024 15:22:41 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მერიის ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.
"რეკონსტრუქციის ფარგლებში: 1 374 გრძივ მ-ზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ასევე - მილხიდები და ახალი სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით - 474 722 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა", – აცხადებენ მერიაში.