Accentnews.ge
ადიგენში შუამთობა იზეიმეს

ადიგენში შუამთობა იზეიმეს

05/08/2024 05:55:09 რეგიონები, რეკლამა

ადიგენში შუამთობა იზეიმეს.

ადიგენის მერიის ცნობით, სახალხო დღესასწაული, შუამთობა ტრადიციულად, ფერსათის მთაზე, მრავალფეროვანი შემეცნებითი თუ სახალისო პროგრამით აღინიშნა.

ფერსათის მთაზე მყოფ მოიალაღეებს, მათ სტუმრებსა და ადგილობრივებს შუამთობა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა და ღონისძიება გახსნა. დღესვე, ღონისძიებაზე სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყო, მათ შორის შეჯიბრი მკლავჭიდში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში, ასევე ტრადიციულად დოღიც ჩატარდა.

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები, ადიგენის მერიისაგან მედლებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. „შუამთობა“ ადიგენის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S