Accentnews.ge
მეცნიერების სრული  წვდომა  უმსხვილეს საერთაშორისო  ბაზა  Elsevier-ზე

მეცნიერების სრული წვდომა უმსხვილეს საერთაშორისო ბაზა Elsevier-ზე

22/05/2019 12:57:32 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

22  მაისს   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა  მეცნიერების სფეროში განხორციელებული ნოვაციის -  „საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“  პრეზენტაცია. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა მსოფლიოს  უმსხვილეს  წამყვან სამეცნიერო ბაზაზე ქართველი მეცნიერების, ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, ყველა დაინტერესებული პირის  ღია  წვდომის დიდ მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფოს უდიდესი ინვესტირებაა მეცნიერების განვითარებაში,   ამ სფეროში  მომავალი თაობის მეტ ჩართულობაში;  მინისტრმა   მადლობა გადაუხადა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს ზვიად გაბისონიას  ამ   მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.   აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის პანევროპულ  პროგრამა   EURAXESS- ში  ქვეყნის გაწევრიანება  იქნება. 

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ წარმოადგინა    პრეზენტაცია   საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების ინტელექტუალური ინფორმაციის  ლიდერის პროვაიდერის-   Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე  სრული წვდომის მნიშვნელობისა და მიზნების  შესახებ, რაც მეცნიერებს, სტუდენტებს  მისცემთ შესაძლებლობას,  უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით,    მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. საერთაშორისო  სამეცნიერო  ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია როგორც  საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის,     ისე  მეცნიერების  მართვის სფეროს   გასაუმჯობესებლად. 

ზვიად გაბისონიამ  აღნიშნა, რომ ამჟამად რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერი  ფონდი აქტიურად მუშაობს  საქართველოს პანევროპულ  პროგრამა   EURAXESS- ში   გაწევრიანებისთვის. 






ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S