
თავდაცვის სამინისტრო: "ბუკები" უკრაინას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არ გადმოუცია"
10/01/2023 07:56:08 თავდაცვა
საქართველოს თავადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა.
უწყების ცნობით, ასევე ათობით მილიონი დოლარია გადახილი 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინი" შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.
რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია", აცხადებს თავდაცვის უწყება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021