
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე – ქართველ კოლეგებს: „რუსეთთან ვაჭრობა ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად გიღირთ?“
07/03/2022 09:02:15 ევროპა, საგარეო პოლიტიკა
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.
"გამარჯობა, გენაცვალე. მე ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც?
რუსეთის გადაწყვეტილება, შეასუსტოს სანქციები საქართველოს მიმართ, შეიძლება თუ არა იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას?
შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა 15 ქართული კომპანიისთვის ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ერთობლივ მრავალწლიან ბრძოლად საერთო მისწრაფებებისთვს?
ვერ ხედავთ, რომ ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა?
მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის. საქართველო, პირველ რიგში, ამაყი, უშიშარი და თავისუფლების მოყვარული ხალხია. ხალხი, რომელიც არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან.
და თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო, არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან თქვენ თქვენი ხალხის ნაწილი ხართ". - ამბობს სტეფანჩუკი.
რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. უცნობია, გეგმავს თუ არა ქართული მხარე პასუხის გაცემას, მანამდე კი რძის პროდუქტების ასოციაციაში განაცხადეს, რომ არ აპირებენ რუსულ მხარესთან თანამშრომლობას.
იხილეთ ასევე:
ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის 25 000–მდე მოქალაქე შემოვიდა
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021