Accentnews.ge
ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის 25 000–მდე მოქალაქე შემოვიდა

ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის 25 000–მდე მოქალაქე შემოვიდა

07/03/2022 08:41:03 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით, 20 000–25 000 ადამიანი შემოვიდა, რაც თითქმის უთანაბრდება 2020 წლის მაჩვენებელს. ამიტომ, მინისტრი ამ მაჩვენებელს განსაკუთრებულ მოვლენად არ მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ამჟამინდელი მოვლენებისგან განსხვავებული მოცემულობა იყო.

„ამდენად, საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოდიან და რომ ეს რისკების შემცველია, ასე არაა,– თქვა დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ზუსტი ციფრი არ ახსოვს და რომ ამ თემაზე თავად შს მინისტრი მოახდენს როგორც პარლამენტის, ისე საზოგადოების ინფორმირებას, არსებობს რა მოქალაქეებში მღელვარება ამ მიმართულებით.

„საქართველო ერთ–ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძულია რეგიონში. ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის სამეზობლოდან ქვეყანა საინტერესოა იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რომლითაც საქართველო გახსნილია. ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები, რომ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ლიბერალური რეჟიმები გვაქვს. ამიტომ, თუ ადამიანები რეალურად რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების, თუ სხვა მახასიათებლის გარეშე, ჩვენ მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, სწორად, ლეგალურად, კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“,– განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მინისტრი ირწმუნება, რომ ყველა ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებულ პირთა ბიზნესები იყოს მიკვლევდი:

„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პირად შეხვედრებში და საჯაროდაც აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ–ერთი მაგალითია, თუ როგორ სწორად ხდება საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. ეროვნულმა ბანკმა პირველივე დღეებში დაიწყო სანქცირებულ ბანკებთან მიმართებით გადაწყვეტილებების აღსრულება, მათ შორის საქართველოში მოქმედის. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდეს, მეორეს მხრივ – პირნათელი ვიყავით ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან“.

მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს სანქციებს უწესებს, რასაც საქართველო არ შეუერთდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S