
კობახიძე – რეზოლუციის ტექსტზე: "სიტყვებზე "გამოკიდება" სპეკულაციაა"
26/01/2022 20:30:43 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა, "სიტყვებზე გამოკიდება" სპეკულაციაა.
"ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ამის გამო, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ბუნებრივია, ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ზუსტად ამას ეხება ეს რეზოლუცია.
რაც შეეხება იქ სიტყვებზე გამოკიდებას, ეს არის ცალსახა სპეკულაცია. მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არის არასწორი იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი", - ამბობს კობახიძე.
იხილეთ ასევე: რა (არ) წერია „ქართული ოცნების“ სარეზოლუციო პროექტში, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021