Accentnews.ge
რა (არ) წერია „ქართული ოცნების“ სარეზოლუციო პროექტში, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

რა (არ) წერია „ქართული ოცნების“ სარეზოლუციო პროექტში, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

26/01/2022 13:33:04 საგარეო პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ სარეზოლუციო პროექტზე ვერ შეთანხმდა, ოპოზიცია ითხოვდა რა უფრო მკვეთრ ფორმულირებას, „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სადავო ტექსტის ძირითადი ნაწილი გააცნო, რომელიც დღის ბოლომდე დანიცრდება პარლამენტში.

პროექტში, რომელიც მდინარაძემ ჟურნალისტებს გააცნო, რუსეთი ნახსენები არ არის:

„საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიაგდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დიმპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავის წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ მდნარაძემ განაცხადა, რომ „ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, დაცლილია (ამას შემთხვევით არ ვამბობ) პროვოკაციული რიტორიკისგან“.

იხილეთ ასევე: „ტექსტი რადიკალურად შეიცვალა, როგორც ჩანს, მითითება მიიღეს“ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ სარეზოლუციო ტექსტზეც ვერ შეთანხმდა

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება მიიჩნევბს, რომ „ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის, მათი უფლებების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან“:

„ტექსტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკიდან. ეს არის საკითხი, რაზეც კარგი იქნებოდა, რომ შევჯერებულიყავით“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S