Accentnews.ge
ევროპაში გაზის ფასი $1000-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი $1000-ს ჩამოსცდა

28/10/2021 08:39:15 ევროპა

ICE Futures-ის მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის გახსნისას ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ 9%-ით - 1000 კუბურ მეტრში $950-მდე დაიკლო.

როგორც ცნობილია, 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო კორპორაცია "გაზპრომს" ევროპის მიწისქვეშა საცავების საწვავით შევსების მოცულობების გაზრდა დაავალა. ბაზარმაც ამაზე რეაგირება მოახდინა.

კონტიტენტის ყველაზე ლიკვიდური ჰაბის - ჰოლანდიური TTF-ის მონაცემებით, ღირებულება 3%-ით, 1000 "კუბში" 1014,8$-მდე დაეცა.

მიმდინარე წლის შემოდგომა გაზის ფასების განსაკუთრებული რყევით გამოირჩევა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ფიუჩერსების ფასები ბირჟებზე 1000 კუბურ მეტრში 515$-ის ფარგლებში მერყევობდა, თუმცა სექტემბრის ბოლოსთვის უკვე ორჯერ გაიზარდა, ხოლო 6 ოქტომბერს ისტორიულ მაქსიმუმს - 1937$-ს მიაღწია.

ამას გარკვეული გაიაფება მოჰყვა, თუმცა ფასები ახლაც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ევროკავშირის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირებას იწვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S