Accentnews.ge
რუსეთი ევროპაში გაზის საცავების შევსებას ნოემბრიდან დაიწყებს

რუსეთი ევროპაში გაზის საცავების შევსებას ნოემბრიდან დაიწყებს

28/10/2021 07:46:01 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ დავალება მისცა, რომ ევროპაში მდებარე გაზის საცავების შევსება 8 ნოემბრის შემდეგ განახორციელოს.

"8 ნოემბრამდე შეავსე ბუნებრივი აირით ჩვენი მიწისქვეშა საცავები და შემდეგ თანდათანობით დაიწყე ავსტრიაში და გერმანიაში კომპანიის საცავებისთვის მიწოდება" , – მიმართა პუტინმა "გაზპრომის“ გენერალურ დირექტორ ალექსეი მილერს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს გრაფიკი „გაზპრომს“ საშუალებას მისცემს, "შეასრულოს კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და გაზი მიაწოდოს ევროპელ პარტნიორებს შემოდგომა–ზამთრის პერიოდში".

ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ზამთრის სეზონის დაწყებას ბუნებრივი აირის ყველაზე მცირე მარაგით ხვდება.

ბოლო რამდენიმე თვეა, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, რამაც საწვავისა და ელექტროენერგიის ფასის გაძვირებაც გამოიწვია.

ევროკავშირი წევრ ქვეყნებში "მოსალოდნელ ენერგეტიკულ შიმშილსა და დესტაბილიზაციაში" რუსეთს ადანაშაულებს. კერძოდ, ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენელი საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი არ აწვდის ევროპას ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას, რითაც ხელს უწყობს ფასების ზრდას.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ "მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს". მისი თქმით, "ევროპის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია და სიმართლეს არ შეესაბამება".

ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის შემთხვევაში– 90%–ს, ხოლო ნავთობის შემთხვევაში – 97%–ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S