Accentnews.ge
2024 წელს მობილური მომსახურებებიდან „მაგთიკომმა" – 410 მლნ, „სილქნეტმა" – 305 მლნ, „სელფი მობაილმა" – 149 მლნ მიიღეს

2024 წელს მობილური მომსახურებებიდან „მაგთიკომმა" – 410 მლნ, „სილქნეტმა" – 305 მლნ, „სელფი მობაილმა" – 149 მლნ მიიღეს

30/05/2025 17:23:00 ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 77 მილიონი ლარით გაიზარდა და 865 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 47% - „მაგთიკომზე", 35% - „სილქნეტზე", 17% - „სელფი მობაილზე" და 0.2% - „ჰალოზე" მოდიოდა.
 
„მაგთიკომმა" გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 25 მილიონი ლარით მეტი - ჯამში 410 მილიონი ლარი მიიღო. „სილქნეტისთვის" შემოსავალი 30 მილიონით გაიზარდა და 305 მილიონი ლარი შეადგინა. „სელფი მობაილის" შემოსავალი 2023 წელთან შედარებით, 22 მილიონით გაიზარდა და 149 ლარი შეადგინა. ხოლო „ჰალოსთვის" შემოსავალი 630 ათასით გაიზარდა და 2 მილიონ ლარს მიაღწია.
 
2024 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში 1 აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU), 2023 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 13.2 ლარი შეადგინა. ოპერატორების ჭრილში კი, გასულ წელს „მაგთიკომისთვის" ARPU-ს მაჩვენებელი 0.4 ლარით გაიზარდა და 15 ლარი შეადგინა. „სილქნეტის" აბონენტებისთვის ეს მაჩვენებელი 0.1 ლარით გაიზარდა და 13.4 ლარი შეადგინა. „სელფი მობილის" შემთხვევაში კი ARPU-მ 0.9 ლარით მოიმატა და სულ 9.8 ლარი გახდა. რაც შეეხება „ჰალოს", აღნიშნულმა მაჩვენებელმა 0.5 ლარით დაიკლო და 8 ლარი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S