Accentnews.ge
ბრიტანეთი რუსეთის ინფორმაციას უარყოფს – რა მოხდა შავ ზღვაში?

ბრიტანეთი რუსეთის ინფორმაციას უარყოფს – რა მოხდა შავ ზღვაში?

23/06/2021 14:11:19 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული მხარის ბრალდებას უარყოფს, თითქოს ბრიტანულმა ფლოტმა რუსეთის საზღვარი დაარღვია, შემდეგ კი გამაფრთხელებელი ცეცხლი მიიღო.

როგორც ბრიტანული მხარე აცხადებს, ხომალდი მოძრაობდა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტირიული წყების გავლით საერთაშორისო ნორმების დაცვით.

გარდა ამისა, ბრიტანეთი შეიარაღებულ ინციდენტსაც უარყოფს. კერძოდ, აცხადებს, რომ ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელებულა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დღის პირველ ნახევარში ბრიტანულმა ხომალდმა „დეფენდერმა“ რუსეთის საზღვარი გადალახა და ფიოლენტის კონცხთან ტერიტორიულ წყლებში სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა (ფიოლენტის კონცხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს). ამავე წყაროს მტკიცებით, რუსულმა სასაზღვრო საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი რუსულმა „სუ 24ემ“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა გამაფრთხილებელი დაბომბვა განახორციელა და ბრიტანული ხომალის მოძრაობის მიმართულებით ოთხი ჭურვი ჩამოაგდო, შემდეგ –12:23 საათზე ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა ინციდენტის ადგილი დატოვა.

ინციდენტს უკრაინაში რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკის დასტური უწოდეს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინას და მის მოკავშირეებს.

„უკრაინის პოზიციის ნათელი დადასტურება: რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული მოქმედებები შავ და აზოვის ზღვებში, მის მიერ ყირიმის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მუდმივ საფრთხეს უქმნის უკრაინას და მის მოკავშირეებს. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი ხარისხი შავ ზღვაში უკრაინასა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

„დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრების დარღვევის გამო ბრიტანეთის ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადეს რუსეთის სამხედრო უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S