Accentnews.ge
დენის შმიგალი: "დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია"

დენის შმიგალი: "დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია"

03/06/2021 07:35:14 საგარეო პოლიტიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.

მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები ემყარება პირველ რიგში უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S