![არგენტინაში აღმოჩენილი გიგანტური ჩონჩხი შესაძლოა, დედამიწის ყველა დროის უდიდეს არსებას ეკუთვნოდეს [ფოტო]](https://new.accentnews.ge/storage/files/1611304229-000_8ZA2RB-1.jpg)
არგენტინაში აღმოჩენილი გიგანტური ჩონჩხი შესაძლოა, დედამიწის ყველა დროის უდიდეს არსებას ეკუთვნოდეს [ფოტო]
26/01/2021 11:36:10 ეს საინტერესოა
არგენტინაში აღმოჩენილი გიგანტური ჩონჩხი შესაძლოა, დედამიწის ყველა დროის უდიდეს არსებას ეკუთვნოდეს.
მეცნიერებმა დინოზავრის ფრაგმენტები სამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში, 98 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში იპოვეს.
გიგანტური ძვლების თითო ნაწილი ადამიანის ზომისაა და როგორც ჩანს, ეს არსება 10-20 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი დინოზავრი.
გათხრებს ადგილზე ლა-მატანსას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარები აწარმოებენ.