Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს"

ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს"

18/11/2020 11:34:01 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს",- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

მისივე თქმით, "თუ ოპოზიციას სიმართლის არ ეშინია, კლასიკურ დებატებს უნდა დათანხმდეს".

„ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ დებატების ორგანიზების ერთგვარი ექსკლუზივი მივანიჭოთ. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება“,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: ოპოზიციის ნაწილი: "ოცნებასთან" დებატი კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა მზად ვართ"

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S