![პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს [ვიდეო]](https://new.accentnews.ge/storage/files/zzzzssbbsbxbxbbxbxb.png)
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა მიმდინარეობს [ვიდეო]
18/11/2020 05:34:06 საშინაო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისაერლში გაემგზავრება.