
იან კელი: "პომპეო მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება, ეს შეცდომაა"
17/11/2020 15:02:18 საშინაო პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ შეხვედრების მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებთან გამართვა "შეცდომა არის".
"პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. იგი მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა", - წერს კელი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეო თბილისში დაახლოებით, ერთ საათში ელოდებიან.
ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.
იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები