
Bloomberg–ს მილიარდერების ინდექსის შეფასების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა
17/11/2020 13:18:27 საშინაო პოლიტიკა
Bloomberg-ს მილიარდერების ინდექსის შეფასების თანახმად, სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ქონება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს - 5.57 მილიარდ აშშ დოლარს დაუბრუნდა.
Bloomberg-ს მილიარდერების ინდექსის შეფასების მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლოს ამ ნიშნულზე (5.57 მილიარდ აშშ დოლარი) 2020 წლის თებერვალში იყო. შემდეგ მისი ქონება შემცირდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კვლავ დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.
სადღეისოდ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 430–ე ადგილს იკავებს.