Accentnews.ge
"ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს"

"ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს"

16/11/2020 08:38:24 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანის განცხადებით, "ვინც არ უნდა იდგეს ნიკა მელიას ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს".

"ეს საქმე გამოძიებული იქნება ბოლომდე და ვინც არ უნდა იყოს, - ხაზგასმით ვამბობ ამას, - ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ხოლო ვინ დგას ამის უკან - ამას გამოძიება გაარკვევს“, - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის: "ძალა ერთობაშია –ენმ–ის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც ენმ-ში აცხადებენ, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ოფისის ნაწილი დაზიანებულია.

შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S