
გლდანში ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა განხორციელდა
16/11/2020 07:02:38 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
"ძალა ერთობაშია –ენმ–ის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა განხორციელდა.
როგორც ენმ-ში აცხადებენ, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ოფისის ნაწილი დაზიანებულია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.