
18 ნოემბერს პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
15/11/2020 15:24:06 საშინაო პოლიტიკა
18 ნოემბერს, დილის 11სთ–ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს.
როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, "აქციით ისინი პომპეოს ხმას მიაწვდნენ და ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა".
"ოთხშაბათს, დილის 11საათზე ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება მდუმარე პროტესტი 2-მეტრიანი დისტანციით. თითოეულ ადამიანს, ვინც მოვა ამ პროტესტისთვის, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია, დააფენს, დადგება, დაიჭერს პლაკატს. იქნება საქართველოსა და ამერიკის დროშები. ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, რომელზეც იქნება საქართველოსა და ამერიკის დროშები და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია და მიმდინარებს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ", - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის: პომპეო საქართველოში შეხვედრებს 17–18 ნოემბერს გამართავს.