Accentnews.ge
თეა წულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: "ეს არის ჭორი"

თეა წულუკიანი მის შესაძლო პრემიერობაზე: "ეს არის ჭორი"

14/11/2020 19:04:17 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი თეა წულუკიანი, ინფორმაციას, რომლის თანახმად, იგი პრემიერ–მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, "ჭორს" უწოდებს.

"ეს არის ჭორი. წერტილი. როგორც იტყოდა ამჟამინდელი და მომავალი პრემიერ–მინისტრი ბატონი გახარია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პრემიერი იყო გახარია, როდესაც კანდიდატს კი არ ვასახელებდით, ვასახელებდით პრემიერს. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ვიყავი "ქართული ოცნების" და მისი გუნდის რიგითი წევრი და მებრძოლი ღირებულებებისთვის, რითაც პირველ ოქტომბერს მოვედით ხელისუფლებაში, ასეთად დავრჩები პარლამენტში", - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: თეა წულუკიანის შესაძლო პრემიერ–მინისტრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" 11 ნოემბერს გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S