Accentnews.ge
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის აქცია დასრულდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის აქცია დასრულდა

14/11/2020 14:03:27 საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოვლისას ისინი საპროტესტო აქციას ისევ გამართავენ და საერთაშორისო მედიის ყურადღებას მიიქცევენ.

„მოგვიწევს არაერთხელ შეკრება სხვადასხვა ფორმატში და არამხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება შეკრების ადგილი. ახლა, ბევრი ჩვენი მეგობარი, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქიდან ხართ ჩამოსულ და უნდა დაბრუნდეთ 22:00 საათამდე, ვიდრე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება. ხვალ, ზეგ, თქვენ შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს, იქნება ეს 17 ნოემბერი, თუ 18 ნოემბერი, დღე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი თავყრილობა ცნობილი გახდეს მსოფლიოსთვის. ჩვენ ჭკუით, პრაგმატულობით და რაციონალიზმით უნდა დავამარცხოთ რეჟიმი, ასე იყო და ასე იქნება!“, - განაცხადა მელიამ.

დღევანდელ აქციაზე სიტვით გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და მათი ერთობა ურყევია.

ოპოზიციას სამი მოთხოვნა აქვს. ესენია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდი გაიმართა.

იხილეთ ასევე: მოლაპარაკებების II რაუნდი: ხელისუფლება დიალოგის პარლამენტში გაგრძელების მზაობაზე, ოპოზიცია არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხის დახურვაზე იუწყება

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S