Accentnews.ge
"ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გადამოწმებაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ურჩევნიათ, მათივე გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ"

"ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გადამოწმებაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ურჩევნიათ, მათივე გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ"

14/11/2020 13:20:42 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ინტერესი სავარაუდოდ, სიმართლის დადგენა არ არის და "ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ".

„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა.

"ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, გადაგვეთვალა ის კონკრეტული უბნები, რომელთა მიმართაც მათ კითხვის ნიშნები ჰქონდათ, საუბარია 1 500 უბანზე, სადაც ISFED-საც ჰქონდა მინიშნებები. ძალიან მარტივია - ისინი ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე? აქ ვართ ყველანი, მივიდეთ, გავხსნათ ეს კონკრეტული უბნები, დავთვალოთ მათთან ერთად და ცხადია, მარტივად ყველაფერი გამოჩნდება. ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი წამოვლენ რაღაც მოლაპარაკებაზე და მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა ხმების გადათვლის საკითხი არც კი განიხილება, ვინაიდან ამან აზრი დაკარგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციისა და არასამტავრობოების მიერ წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგის ისედაც რთული პროცესი ცსკ–ის ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გართულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S