Accentnews.ge
"ოპოზიციის ყველა ლიდერმა იცოდეს, ივანიშვილთან ფლირტისთვის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან"

"ოპოზიციის ყველა ლიდერმა იცოდეს, ივანიშვილთან ფლირტისთვის პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან"

14/11/2020 13:00:09 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, "ოპოზიციის ნებისმიერმა ლიდერმა კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, მას ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის".

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ შევა. ამ ხალხის პარლამენტში შესვლა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს კიდევ 4 წელი ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს მეტ ღატაკ ადამიანს, გაყინულს, მეტ სასოწარკვეთილს და მეტ ემიგრაციაში წასულ ადამიანს", – განაცხადა ჟორჟოლიანმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი დღეს 15:00სთ–დან განახლდა. ოპოზიციის სამი მოთხოვნა – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მოერე რაუნდი გაიმართა.

იხილეთ ასევე: მოლაპარაკებების II რაუნდი: ხელისუფლება დიალოგის პარლამენტში გაგრძელების მზაობაზე, ოპოზიცია არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხის დახურვაზე იუწყება

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S