Accentnews.ge
"პარტიების დაფინანსების საკითხზე ფუნდამენტური და სიღრმისეული მსჯელობა ჯერ–ჯერობით ნაადრევია"

"პარტიების დაფინანსების საკითხზე ფუნდამენტური და სიღრმისეული მსჯელობა ჯერ–ჯერობით ნაადრევია"

12/11/2020 10:33:13 საშინაო პოლიტიკა

"პარტიების დაფინანსების საკითხზე ასეთი ფუნდამენტური და სიღრმისეული მსჯელობა ჯერ–ჯერობით ნაადრევია", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

"მე მგონი ჯერ ამ საკითხზე ასეთი ფუნდამენტური და სიღრმისეული მსჯელობა ნაადრევია, ჯერ პარლამენტი არ შეკრებილა, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ვნახავთ რა სიტუაცია იქნება, ვნახავთ, რომელი პარტიები იქნებიან პარლამენტში, რომელი პარტიები იმუშავებენ და გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას, მერე თუ დადგება ეს საკითხი, განვიხილავთ, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი პარლამენტი ჯერ შეკრებილი არ არის. ეს იდეა მუსირებს, ეს იდეა არსებობს, რაციონალური მარცვალი ამ იდეაში არის, მსჯელობის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება, ამიტომ როცა პარლამენტი შეიკრიბება, თუ ეს იდეა ისევ იქნება, განვიხილავთ", – განაცხადა სამხარაძემ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S