Accentnews.ge
"დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს"

"დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს"

12/11/2020 11:29:42 საშინაო პოლიტიკა

"დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

"დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს. ამისთვის საჭიროა რომ ორი მხარე თუ სამი, თუ შვიდი, თუ რამდენიც იქნება, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ მხარეებმა გამოიჩინონ მაქსიმალური კონსტრუქციულიბა და წავიდნენ კომპრომისებზე და ეს მოთხოვნები იყოს დასაბუთებული და არ ეფუძნებოდეს რაღაც ყალბ ამბებს, დეზინფორმაციას და ასე შემდეგ. ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რაციონალურობის, იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ საღად. ეს გამოჩნდა უკვე ამ ბოლო დღეებში და მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების რაოდენობა გადაწონის იმ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერების რაოდენობას და შესაბამისად, დიალოგი დამთავრდება წარმატებით. არანაირად არ უკავშირდება პომპეოს ჩამოსვლას ეს", – განაცხადა სამხარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S