Accentnews.ge
„ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა, ინვესტიცია ჩადონ ანაკლიის პორტის პროექტში"

„ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა, ინვესტიცია ჩადონ ანაკლიის პორტის პროექტში"

06/03/2020 18:32:17 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

„ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა ინვესტიცია ჩადონ არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ პროექტებშიც“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

„ჩვენ ვისურვებდით მეტი ამერიკული ინვესტიციის ხილვას დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთელ საქართველოში, ანაკლიის პროექტის ჩათვლით. ვფიქრობ, ძალიან იმედისმომცემი ინიციატივაა ამ არეალში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს იქნებოდა დიდი წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის იყო სახმელეთო ხიდი და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მხრივ. ვიმედოვნებთ ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა ინვესტირება განახორციელონ არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში შავი ზღვის გასწვრივ და ნებისმიერ სხვა ადგილზე საქართველოში. ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობების სივრცე ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S