
ტრამპმა რუსეთ-უკრაინის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვა
13/05/2025 07:16:56 მსოფლიო
12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც 15 მაისს თურქეთში უნდა გაიმართოს.
ამ კვირაში ტრამპი გეგმავს, ეწვიოს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა საამიროებსა და კატარს.
ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".
"არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S