Accentnews.ge
ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა

ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა

24/04/2025 06:04:36 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე „ყირიმის დეკლარაცია“ გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოსცა.

ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და ვალდებულებას იღებს ეს პოლიტიკა განაგრძოს მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ „ყირიმის დეკლარაციის“ გახსენება მოჰყვა ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას, ბოლო დღეებში მედიაში ცნობებს, რომ აშშ-ს სურს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და პრეზიდენტ ტრამპის მორიგ, მკვეთრ განცხადებას. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს განაცხადა, რომ "უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე".

ცნობისთვის: 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, გადაიდო. მინისტრების დონეზე შეხვედრის გადადება მედიასაშუალებებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს მიზეზის დაკონკრეტების გარეშე.

23 აპრილს ლონდონში სხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. მასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ლონდონში შეხვედრები გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში 22 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S