Accentnews.ge
ერაზმუს+ ეროვნული ოფისი: საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა შეუფერხებლად გრძელდება

ერაზმუს+ ეროვნული ოფისი: საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა შეუფერხებლად გრძელდება

29/05/2025 23:19:00 საზოგადოება

საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოუწოდებენ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს.

„საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს. საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად. მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“, – ნათქვამია საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S