Accentnews.ge
დომინიკის რესპუბლიკაში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

10/04/2025 05:47:20 მსოფლიო

დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბ Jet Set-ში სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე, 124 ადამიანი დაიღუპა. 33 ცხედარი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, – იუწყება CNN საგანგებო ოპერაციების სამსახურის დირექტორ ხუან მანუელ მენდესზე დაყრდნობით.

სახურავი სამშაბათს, ღამით მომღერალ რობი პერესისა და მისი ორკესტრის გამოსვლის დროს ჩამოინგრა. მომღერლის ცხედარი ოთხშაბათ დილით ნანგრევებიდან ამოიტანეს.

კლუბში, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 145 ადამიანი გადაარჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S