Accentnews.ge
გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

10/04/2025 05:17:10 მსოფლიო

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციური შეთანხმების შესახებ ბერლინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს.

პრესკონფერენციაში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი, ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი მარკუს ზოდერი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილი მონაწილეობდნენ.

როგორც გერმანული მედია იუწყება, შეთანხმება გზას გაუხსნის ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, რომელსაც, როგორც მოელიან, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.

თავის გამოსვლაში მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი კაბინეტი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას და პირობა დადო, რომ გერმანია იმედს არ გაუცრუებს ევროპას, რომელსაც "შეუძლია ენდოს მას".

გერმანული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ CDU-ს ან CSU-ს წარმომადგენლებმა უნდა ჩაიბარონ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ხოლო სოციალ-დემოკრატებს ახალ კაბინეტში ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ერგებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S