Accentnews.ge
უნგრეთი იმუქრება, რომ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

უნგრეთი იმუქრება, რომ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

09/04/2025 17:31:58 მსოფლიო

უნგრეთი შესაძლოა შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ სასაცილოდ და წარუმატებლად აფასებდა, - იუწყება The Telegraph.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა თქვა, ბუდაპეშტი შესაძლოა, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, აღასრულოს თავისი მუქარა რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის მიყენების თაობაზე. მარტის ბოლოს ტრამპი დაიმუქრა მეორადი სანქციების დაწესებით რუსულ ნავთობზე, თუ პუტინი ხელს შეუშლის ცეცხლის შეწყვეტას და ჩაშლის სამშვიდობო შეთანხმებას. "ჩვენი გადაწყვეტილება განისაზღვრება მომავალი გარემოებებით", - თქვა სიიარტომ ლონდონში სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის ანალიტიკურ ცენტრში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა უნგრეთი მხარს ევროკავშირის სანქციებს, თუ ეს იქნება ტრამპის მოლაპარაკებების სტრატეგიის ნაწილი, სიიარტომ თქვა, რომ იმედოვნებს მშვიდობას რუსეთსა და უკრაინას შორის და რომ გაქრება ანტირუსული შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა. „თუ ეს პოზიტიური სცენარი არ განხორციელდება, მაშინ მოგვიწევს მისი განხილვა“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა, რომ ბუდაპეშტი ვეტოს დაადებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ კიევი არ შეცვლის კანონებს, რომლებიც ზღუდავს სკოლებში უცხო ენების სწავლებას. ეს ურთულებს უკრაინის ეთნიკურ უნგრელებს უნგრულის სწავლა, - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S