Accentnews.ge
ევროკავშირში აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ

09/04/2025 16:26:06 მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ტარიფების ძალაში შესვლის პროცესი 15 აპრილიდან დაიწყება და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წევრი ქვეყნების, ევროკომისიისა და ინდუსტრიების რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირი აშშ-სთვის 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე საპასუხო ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდა. ტარიფები შეეხება, მათ შორის, აშშ-დან ალუმინის, ფოლადის, თამბაქოს, ნუშის, ფორთოხლის წვენის, სოიოს, ფრინველისა და იახტების იმპორტს.

საფრანგეთის, ირლანდიის და იტალიის მოთხოვნით ტარიფები არ შეეხება ბურბონს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა აღნიშნა, რომ სიაში მისი მოხვედრა ევროპულ ალკოჰოლზე 200%-იანი ტარიფების დაწესებას გამოიწვევდა.

25%-იანი ტარიფის დაწესება ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ზომების პირველი ნაბიჯია და აშშ-ს მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.

ევროკომისია ასევე მუშაობს საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპზეც, რომლის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S