
სირსკი: რუსეთის ხარკოვისა და სუმის მიმართულებით იერიში დაიწყო
09/04/2025 14:30:49 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთმა ხარკოვისა და სუმის ოლქების მიმართულებით იერიში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით ახალი იერიშისთვის ემზადებოდა. სირსკის შეკითხვა ზელენსკის ცნობებთან დაკავშირებით დაუსვეს. "შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს იერიში ფაქტობრივად უკვე დაიწყო.",- უპასუხა მთავარსარდალმა.