მასკმა ტრამპის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში იდიოტი უწოდა
09/04/2025 09:39:21 მსოფლიო
მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, რომ ილონ მასკმა ვერ მოახერხა აშშ-ის პრეზიდენტის გადარწმუნება, არ დაეწესებინა ტარიფები, მან დონალდ ტრამპის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს ნამდვილი იდიოტი უწოდა.
მანამდე ნავარომ CNBC-ის ეთერში მასკზე თქვა, რომ მანქანების მწარმოებელი კი არა, ამწყობია, ამით მიანიშნა, რომ მასკის კომპანია Tesla-ს მანქანის ნაწილები მათ შორის, ბატარეები ჩინეთიდან და იაპონიიდან შემოაქვს. ჩინეთის საპასუხო ტარიფების პირობებში კი Tesla-ს იმპორტი უძვირდება.
მანამდე ილონ მასკმა არაერთხელ დაუჭირა მხარი თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობას. იტალიური ულტრამემარჯვენე პარტია Lega Nord-ის კონგრესზე მიმართვისას, მან აშშ-სა და ევროპას მოუწოდა სავაჭრო ტარიფები გაანულონ.
8 აპრილს, ტრამპმა უარი თქვა ევროკავშირის შეთავაზებაზე ნულოვანი ტარიფი დაწესდეს მანქანებსა და ინდუსტრიულ პროდუქციაზე.