
ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში ბრძოლების დროს ჩინეთის ორი მოქალაქის დატყვევების შესახებ განაცხადა
08/04/2025 14:00:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი სოციალურ ქსელში ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.
"გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარატები და პერსონალური მონაცემები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა ოკუპანტების რიგებში. ჩვენ ვარკვევთ ყველა ფაქტს" – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყონებლივ დაუკავშირდება პეკინს აღნიშნულ საკითხზე ჩინეთის პასუხის გასარკვევად.
"პუტინი ცდილობს ომის გახანგრძლივებას. ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. პასუხი აშშ-სგან, ევროპისგან და სამყაროში ყველასგან, ვისაც მშვიდობა უნდა" – წერს ზელენსკი.