
2021 წლის შემდეგ პირველად, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარზე დაბლა დაეცა
08/04/2025 04:40:16 მსოფლიო
2021 წლის შემდეგ პირველად, Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარზე დაბლა დაეცა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფასი ბარელ ნავთობზე 75 დოლარიდან 64 დოლარამდე დაეცა.
ექსპერტების ნაწილი ბაზარზე ზეწოლის რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს. კერძოდ, ეს არის აშშ-ის მიერ ტარიფების შემოღება პარტნიორი ქვეყნების უმეტეს საქონელზე, რამაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. ბაზარი განსაკუთრებით შეაშფოთა ჩინეთის საპასუხო ზომებმა.
ექსპერტების მეორე ნაწილის აზრით, ბარელ ნავთობზე ფასების მკვეთრ შემცირებაზე იმოქმედა OPEC+-ის მაისის გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოპოვების ზრდის ტემპის გასამმაგებაზე.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ნავთობისთვის ბარელზე 60 აშშ დოლარის ფასი დააწესეს. ეს ნიშნავს, რომ აკრძალულია რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა ამ ფასზე მაღლა. სანქციების გვერდის ასავლელად მოსკოვი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჩრდილოვანი ფლოტის გემებს იყენებს.