
პროტესტის 125-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
01/04/2025 18:59:05 საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 125-ე დღეა, მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.